GEO / ENG / RUS
ჰეკატეს სააფთიაქო სუპერმარკეტი გაიხსნა 2007 წლის ივლისში. ის ამ ტიპის დაწესებულებებს შორის პირველია საქართველოში. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს 25-ზე მეტი ქვეყნის 75-ზე მეტი მწარმოებლის მიერ დამზადებული სამკურნალო კოსმეტიკა, პარფიუმერია, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვების პროდუქტები და სხვა.

მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყანა იცნობს არომატის (უკრაინა) პროდუქციას, რომლის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში შპს ჰეკატე. არომატის კოსმეტიკური სერია მოიცავს: საბავშვო კოსმეტიკის სერიას “არომაშკა”, მზის დამცავ სერიას (როგორც დიდების, ისე ბავშვებისათვის),სახისა და სხეულის კრემებს, კრემების სერიას ნატურალური ბიორსიმულატორებით, ხელის კრემების სერიას, ფეხის კრემ-ბალზამების სერიას, მამაკაცთა კოსმეტიკურ სერიას- “ხიტი” და სხვა.

პარფიუმერული სერია მოიცავს: ოდეკალონებს (ფუტლიარში და ფუტლიარის გარეშე), ქალისა და მამაკაცის არომატებს (ტუალეტის წყლებს), ლოსიონებს.

სამკურნალო- პროფილაქტიკური კოსმეტიკა მოიცავს: კრემ-ბალზამების “ცელიტელების” სერიას, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს “ვიტორალს”, ხელის ანტისეპტიკურ ჟელეს, “Happy Derm”-ის სერიას პრობლემური კანისათვის და სხვა.   



RU
2010 © Made by Refresh LTD